დიმიტრი პესკოვი - ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის დონე მაღალია და ჩვენ გვჭირდება ნაბიჯების გადადგმა დეესკალაციისთვის
დიმიტრი პესკოვი - ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის დონე მაღალია და ჩვენ გვჭირდება ნაბიჯების გადადგმა დეესკალაციისთვის

კრემლში აცხადებენ, რომ ვითარება ახლო აღმოსავლეთში დაძაბულია და საჭიროა ნაბიჯების გადადგმა დეესკალაციისთვის.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„საერთოდ, დაძაბულობის დონე ახლა მაღალია და ჩვენ გვჭირდება ნაბიჯების გადადგმა დეესკალაციისთვის. ეს არის ერთადერთი რამ, რაც დაგვეხმარება კონფლიქტის შეჩერებაში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახლა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გავრცელების თავიდან არიდება და დეესკალაციის მიღწევა“, – თქვა პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ასე უპასუხა ჟურნალისტს კითხვას, რომ აშშ-მა, შესაძლოა, ირანზე თავდასხმა განახორციელოს.

მანამდე აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ მიიღებს საჭირო ზომებს იორდანიაში ირანის მხარდაჭერილი რადიკალური დაჯგუფების მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აშშ ირანთან ომს არ აპირებს.