დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი ყველასთან დიალოგისთვის მზადაა, მათ შორის ემანუელ მაკრონსა და ფრიდრიხ მერცთან

14:38, 30.10.2026
December 17, 2015. - Russia, Moscow. - 11th annual year end press conference with Russian President Vladimir Putin at the World Trade Center on Krasnaya Presnya. In picture: Russian President Vladimir Putin's Press Secretary Dmitry Peskov.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი ყველასთან დიალოგისთვის  მზადაა, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან.

ჟურნალისტმა პესკოვს ჰკითხა, როგორ მოიქცევა პუტინი, თუ კრემლში მაკრონი ან მერცი დარეკავს.

„ის აიღებს ყურმილს. ის მზადაა ყველასთან დიალოგისთვის“, — უპასუხა კრემლის პრესსპიკერმა.

ამასთან,  დიმიტრი პესკოვს ჰკითხეს, მზად არის თუ არა რუსეთის პრეზიდენტი, სატელეფონო საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც გამართოს, პესკოვმა ჟურნალისტს  უპასუხა, რომ „ჯერ არავის დაურეკავს“.

ცნობისთვის, მანამდე ფინეთის პრეზიდენტმა და ნორვეგიის პრემიერმა საკუთარი ინიციატივით სატელეფონო საუბარი გამართეს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან.

მსგავსი