დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე „სპეცოპერაციის“ მიზანია, არ დაუშვან უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება
დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე „სპეცოპერაციის“ მიზანია, არ დაუშვან უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება

კრემლში აცხადებენ, რომ უკრაინაში მიმდინარე „სპეცოპერაციის“ მიზანია, არ დაუშვან უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება რუსეთს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.

ეს განცხადება კრემლში იმ ფონზე გააკეთეს, როდესაც კიევში ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივანი იმყოფება.

სტოლტენბერგი უკრაინაში რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პირველად ჩავიდა. ის უკვე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.