დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ შავი ჭირის კვლევის ინსტიტუტის ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ვითარების შესახებ ცნობების უმრავლესობა ყალბია

15:15, 07.10.2026

რუსეთმა ციმბირში, შავი ჭირის საწინააღმდეგო კვლევით ინსტიტუტში ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დადგენილი პროცედურების შესაბამისად აცნობა, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

ამასთან, პესკოვმა მედია ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

როგორც „როიტერი“ წერს, კრემლის პრესსპიკერი გულისხმობს ABC News-ის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, აშშ-მა რუსეთს ოფიციალური დიპლომატიური პროტესტი გაუგზავნა. მედია აღნიშნავდა, რომ ვაშინგტონი მოსკოვს ინციდენტთან დაკავშირებით მეტ გამჭვირვალობას სთხოვს.

„მედია ბევრ ინფორმაციას აშუქებს და ამ ვითარების შესახებ გავრცელებული ცნობების დიდი უმრავლესობა ყალბია“, – აღნიშნავს დიმიტრი პესკოვი.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ირკუტსკის ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის შავი ჭირის საწინააღმდეგო კვლევით ინსტიტუტში მომუშავე ლაბორანტი დარია შიპილოვა გარდაიცვალა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დარია შიპილოვას ლაბორატორიაში მუშაობისას შავი ჭირის პათოგენის შემცველი საცდელი მილი დაუზიანდა. ამ ვერსიას ოფიციალური უწყებები არ ადასტურებენ.

მსგავსი