დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთში რეპრესიები არ არის
დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთში რეპრესიები არ არის

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პეკსოვი აცხადებს, რომ რუსეთში რეპრესიები არ არის. ამის შესახებ მან მედიასთან საუბრისას განაცხადა.

კრემლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს რუსეთში მიმდინარე მოვლენები მასობრივ რეპრესიებს ჰგავს.

„უპირველეს ყოვლისა, ვერ დაგეთანხმებით. არანაირი რეპრესიები არ არის. არის ზომები, რომლებსაც პოლიცია კანონდამრღვევების, უკანონო აქციების მონაწილეების მიმართ იყენებს. თქვენ ყოველ ჯერზე გავიწყდებათ, რომ აქციების დროს ხდება სამართალდამცველებზე პირდაპირი და მრავალი თავდასხმა, რაც ბუნებრივი, გახდა მკაცრი, თუმცა კანონიერი კონტრზომების მიღების მიზეზი“, – მიმართა პესკოვმა ჟურნალისტებს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ქალაქებში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები მასობრივი დაკავებებით დასრულდა.