დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ტერიტორიული უთანხმოება „მხოლოდ რამდენიმე კილომეტრს“ მოიცავს - „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის 18-17% გვრჩება გასათავისუფლებელი“
დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ტერიტორიული უთანხმოება „მხოლოდ რამდენიმე კილომეტრს“ მოიცავს - „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის 18-17% გვრჩება გასათავისუფლებელი“

რუსეთისა და უკრაინის ტერიტორიული უთანხმოება მხოლოდ რამდენიმე კილომეტრს შეადგენს, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ეს მართლაც მხოლოდ რამდენიმე კილომეტრია, უხეშად რომ ვთქვათ, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დაახლოებით 18-17% გვრჩება გასათავისუფლებელი. და ეს ნიშნავს ადმინისტრაციულ საზღვრებამდე გასვლას“, – აღნიშნა პესკოვმა.