დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთისა და უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისრებს შორის კარგი ურთიერთობა დამყარდა

18:28, 31.10.2026

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისარსა და უკრაინის ადამიანის უფლებათა ომბუდსმენს შორის კარგი ურთიერთობა დამყარდა.

ამის შესახებ „ტასი“ იტყობინება.

პესკოვმა აღნიშნა, რომ იანა ლანტრატოვასა და დმიტრი ლუბინეცს შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის მნიშვნელოვანია.

„მათ კარგი დიალოგი დაამყარეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თანდათან იწყებენ ერთმანეთის ნდობას. ეს ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში საქმიანობას“, — აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

მსგავსი