დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლების ორგანოები და სპეცსამსახურები ფუნქციებს სათანადოდ ასრულებენ
დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლების ორგანოები და სპეცსამსახურები ფუნქციებს სათანადოდ ასრულებენ

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლების ორგანოები და სპეცსამსახურები ფუნქციებს სათანადოდ ასრულებენ. ამის შესახებ პესკოვმა ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა.

როგორც „იტარ-ტასი“ წერს, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა უკომენტაროდ დატოვა კითხვა, რატომ ვერ მოხერხდა რუსეთში ამბოხის თავიდან აცილება.

„პუტინმა აღნიშნა როგორც შეიარაღებული ძალების, ისე სპეცსამსახურების, პრეზიდენტის გარშემო კონსოლიდაციის დონე ამ რთულ დღეებში და გამოხატა მადლიერება ყველა მათგანის მისამართით, ვინც მის გვერდით იყო“,  – განაცხადა პესკოვმა.