დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებები მხოლოდ მოსკოვის პირობების შესრულებასთან დაკავშირებითაა შესაძლებელი
დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებები მხოლოდ მოსკოვის პირობების შესრულებასთან დაკავშირებითაა შესაძლებელი

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი მზად არის, გამართოს მოლაპარაკებები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მხოლოდ კიევის მხრიდან მოსკოვის პირობების შესრულების თაობაზე.

„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიაში, გადაცემაში საუბრისას განაცხადა.

რუსულ მედიაში გასული გადაცემის წამყვანმა დიმიტრი პესკოვს დაუსვა კითხვა, რა საკითხზე შეიძლება, ისაუბროს რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებზე.

„იმაზე, თუ როგორ შესრულდება ჩვენი პირობები“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ „მოსკოვის წამოყენებული პირობები უცვლელია, ხოლო რუსეთის ოპერაცია მიმდინარეობს და ყველა დასახული ამოცანა შესრულდება“.