დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი მზად არის ნებისმიერი იდეის განსახილველად, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის ინტერესებს
დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი მზად არის ნებისმიერი იდეის განსახილველად, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის ინტერესებს

რუსეთი მზად არის ნებისმიერი იდეის განსახილველად, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის ინტერესებს, – ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადებას.

„ნებისმიერი იდეა, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის ინტერესებს, რა თქმა უნდა, იმსახურებს ყურადღებას და უნდა განვიხილოთ. რუსეთი მზად არის ამისთვის. ჩვენთვის მთავარია ჩვენი საკუთარი ინტერესები“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ბრაზილიის პრეზიდენტის ინიციატივაზე, რომ ომის დასასრულებლად და მშვიდობის დასამყარებლად საჭიროა „დიდი ოცეულის“ შექმნა, პესკოვმა განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია რაიმე შეფასების გაკეთება.

მისივე თქმით, შეფასებისთვის აუცილებელია ნიუანსების ცოდნა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ინფორმაციის მოპოვებისკენ მოუწოდა.