დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი არ აღიარებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას და სამართლებრივი თვალსაზრისით მსგავსი სახის გადაწყვეტილებები არაფერს წარმოადგენს
დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი არ აღიარებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას და სამართლებრივი თვალსაზრისით მსგავსი სახის გადაწყვეტილებები არაფერს წარმოადგენს

კრემლში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაკავებაზე ორდერის გაცემას აღმაშფოთებელს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით მსგავსი გადაწყვეტილებები არაფერს წარმოადგენს.

„საკითხის თავად ფორმულირება აღმაშფოთებლად და მიუღებლად მიგვაჩნია. რუსეთი, ისევე როგორც სახელმწიფოთა რიგი, არ აღიარებს ამ სასამართლოს იურისდიქციას და, შესაბამისად, მსგავსი სახის ნებისმიერი გადაწყვეტილებები რუსეთისთვის სამართლებრივი თვალსაზრისით არაფერს წარმოადგენს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების გადაწყვეტილებით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენაშია ეჭვმიტანილი.