დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კიევის ოლქიდან რუსული ძალების გაყვანა კეთილი ნების ჟესტი იყო
დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კიევის ოლქიდან რუსული ძალების გაყვანა კეთილი ნების ჟესტი იყო

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კიევის ოლქიდან რუსული ძალების გაყვანა „კეთილი ნების ჟესტი“ იყო.

პესკოვმა ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ეს არის კეთილი ნების ჟესტი, რათა შეიქმნას პირობები მოლაპარაკებებისთვის, რომელთა ფარგლებშიც სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებაა შესაძლებელი. ამიტომ პუტინმა გასცა ბრძანება, რომ ჩვენმა სამხედრო ძალებმა დატოვონ ეს რეგიონი“, – განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი არ აპირებდა უკრაინის პრეზიდენტის ლიკვიდაციას და ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის კანონიერად არჩეულ მეთაურად მიიჩნევს.