დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრის შედეგები ბრძოლის ველზე ვითარებას ვერ შეცვლის
დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრის შედეგები ბრძოლის ველზე ვითარებას ვერ შეცვლის

აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შედეგები სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობას ვერ შეცვლის და ათეულობით მილიარდი დოლარი კიევს ვერ დაეხმარება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ყველასთვის მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ უკრაინაში ჩასული ათობით მილიარდი დოლარი არ დაეხმარა მას ბრძოლის ველზე რაიმე წარმატების მიღწევაში. დანარჩენი ათეულობით მილიარდი დოლარი, რაც უკრაინას სურს, ასევე განწირული იქნება იმავე ფიასკოსთვის, ჩვენ კარგად გვესმის ეს პროცესი. ეს ვერ შეცვლის ვითარებას ბრძოლის ველზე და ვერც სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობას“, – აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.

ამასთან, პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი ყურადღებით დააკვირდება აშშ-ისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრას.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით“, – განაცხადა პესკოვმა.