დიმიტრი პესკოვი - აბუ დაბიში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რომლებიც იყო კონსტრუქციული და, ამავდროულად, ძალიან რთული
კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ აბუ დაბიში მოლაპარაკებები რთული და კონსტრუქციულია.
„მუშაობა გრძელდება. ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რომლებელიც იყო კონსტრუქციული და, ამავდროულად, ძალიან რთული“, – აღნიშნა პესკოვმა.
4-5 თებერვალს აბუ დაბში უკრაინის,აშშ-ისა და რუსეთის მოლაპარაკებები გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ, გაეცვალათ 314 ტყვე. სამმხრივი შეხვედრის პირველი რაუნდი კი 23-24 იანვარს შედგა.
ამასთან, დიმიტრი პესკოვი გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ალექსეევზე თავდასხმას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მომხდარის შესახებ ვლადიმერ პუტინი ინფორმირებულია.
„სპეციალური სამსახურები ამჟამად თავიანთ საქმეს ასრულებენ. ბუნებრივია, სახელმწიფოს მეთაური ინფორმირებულია. უპირველეს ყოვლისა, მას გადარჩენას და გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ვიმედოვნებთ, რომ ასეც მოხდება“, – აღნიშნა პესკოვმა.
ცნობისთვის, მოსკოვში გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ალექსეევზე თავდასხმა განხორციელდა. უცნობმა პირმა სამხედრო მაღალჩინოსანს საცხოვრებელ სახლთან რამდენჯერმე ესროლა. დაჭრილი გენერალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდამსხმელმა მიმალვა შეძლო.