დიმიტრი პესკოვი – 30-დღიანი ზავის განხილვა შეუძლებელია ნიუანსების გათვალისწინების გარეშე
30-დღიანი ზავის განხილვა შეუძლებელია ნიუანსების გათვალისწინების გარეშე, – ეს განცხადება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
კრემლის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ როდესაც ზავის თემა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ წამოჭრა, მას მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა „დათქმით, რომ ზავის იდეის გარშემო არსებობს უზარმაზარი რაოდენობის ნიუანსი, რომლებზეც პასუხების პოვნის გარეშე ამაზე საგნობრივად საუბარი ძალიან რთულია“.