დიმიტრი მედვედევი - უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის შექმნა და ნატო-ს ქვეყნებისთვის რუსული უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდების შესაძლებლობა ალიანსსა და რუსეთს შორის ომს ნიშნავს
დიმიტრი მედვედევი - უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის შექმნა და ნატო-ს ქვეყნებისთვის რუსული უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდების შესაძლებლობა ალიანსსა და რუსეთს შორის ომს ნიშნავს

უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის შექმნა და ნატო-ს ქვეყნებისთვის რუსული უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდების შესაძლებლობა ალიანსსა და რუსეთს შორის ომს ნიშნავს, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„სერიოზულად რომ ვთქვათ, კიევისა და სხვა იდიოტების პროვოკაციული იდეის განხორციელება „უკრაინის თავზე ფრენის აკრძალვის ზონის“ შექმნისა და ნატო-ს ქვეყნებისთვის ჩვენი უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდების შესაძლებლობის შესახებ მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს – ნატო-ს ომს რუსეთთან“, – წერს სოციალურ ქსელში დიმიტრი მედვედევი.