დიმიტრი კულება - ბალტიისპირელ კოლეგებს მივმართე თხოვნით, ესაუბრონ ევროკავშირის და ნატო-ს სხვა წევრებს, რომ აუცილებელია უკრაინისთვის პრაქტიკული დახმარება
დიმიტრი კულება - ბალტიისპირელ კოლეგებს მივმართე თხოვნით, ესაუბრონ ევროკავშირის და ნატო-ს სხვა წევრებს, რომ აუცილებელია უკრაინისთვის პრაქტიკული დახმარება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართა თხოვნით, დაარწმუნონ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი სახელმწიფოები, უკრაინას რუსეთის აგრესიის წინაშე პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინონ.

ამის შესახებ კულებამ ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

„მხარდამჭერი განცხადებები არ არის საკმარისი. ეჭვი არ მეპარება, რომ ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია ყოველთვის მზად არიან, მხარი დაუჭირონ უკრაინას არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კონკრეტული ქმედებებით. მე კოლეგებს მივმართე თხოვნით, რომ ისინი ესაუბრონ ევროკავშირის და ნატო-ს სხვა წევრებს, რომ აუცილებელია უკრაინისთვის პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა“, – განაცხადა დიმიტრი კულებამ.