დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი რეალისტურია
დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი რეალისტურია

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი რეალისტურია.

როგორც ჟურნალისტებს ხუნდაძემ განუცხადა, სურვილები შესაძლებლობებს ვერ გასცდება, მაგრამ არსებულ რეალობაში 2021 წლის ბიუჯეტი რეალისტურია.

მისი თქმით, პანდემიის ფონზე ყველაფრის დეტალურად გათვალისწინება შეუძლებელია, თუმცა ბიუჯეტი პანდემიის სწორად მართვასაც აზღვევს.

პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს და კენჭს უყრის.