დიმიტრი ხუნდაძე - ყველა, ერიც და ბერიც ვართ მიმართული იქეთ, რომ ინფექცია არ გავრცელდეს, დავიცვათ წესები და შედეგი იყოს სასურველი
დიმიტრი ხუნდაძე - ყველა, ერიც და ბერიც ვართ მიმართული იქეთ, რომ ინფექცია არ გავრცელდეს, დავიცვათ წესები და შედეგი იყოს სასურველი

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ყველამ უნდა იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე და გაუფრთხილდეს სხვის ჯანმრთელობასაც.

„ზოგადად, წესები უნდა დავიცვათ ყოველთვის და ყველგან. იმედი მაქვს, რომ ამას შევძლებთ. ეს არის მთავარი გასაღები იმისა, რომ ჩვენ გავუმკლავდეთ კორონავირუსს.

გარკვეული გაუგებრობები, კითხვები შეიძლება იყოს, მაგრამ მერწმუნეთ, რომ საეკლესიო პირებთანაც ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყველა, ერიც და ბერიც ვართ მიმართული იქეთ, რომ ინფექცია არ გავრცელდეს, დავიცვათ წესები და შედეგი იყოს სასურველი.

საგანგებო სიტუაციების დროს შესაძლოა, ყოველდღიური წესები იცვლებოდეს და იცვლებოდეს გამკაცრებისკენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა რეგულაცია, ყველა წესი მიმართული იქნება იქეთ, რომ არ მივცეთ საშუალება ინფექციის გავრცელებას“, – განაცხადა ხუნდაძემ.