დიმიტრი ხუნდაძე - წინასაარჩევნო პერიოდი იწყება და ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი სოციალური თემატიკით ვაჭრობს
დიმიტრი ხუნდაძე - წინასაარჩევნო პერიოდი იწყება და ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი სოციალური თემატიკით ვაჭრობს

წინასაარჩევნო პერიოდი იწყება და ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი სოციალური თემატიკით ვაჭრობს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის დღევანდელ განცხადებას, რომელმაც განაცხადა, რომ „პარლამენტი არ ზრუნავს არც ერთ მოქალაქეზე, შემოდგომაზე უნიკალური შანსია, ეს ადამიანები ხელისუფლებიდან გავუშვათ“.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, სოციალური თემატიკით ვაჭრობა უზნეობაა.

„წინასაარჩევნო პერიოდი იწყება და ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი სოციალური თემატიკით ვაჭრობს. აწუხებენ პენსიონრებს, ლამის ესტაფეტა შესთავაზოს, საარჩევნოდ რომელმა პარტიამ რამდენი შესთავაზოს. ადამიანებს ატარებენ აქეთ-იქით, რომ თვალცრემლიანი პოლიტიკოსების ტრიბუნასთან გამოსვლა იყოს ეფექტური. სოციალური თემატიკით ვაჭრობა და ასეთი მეთოდებით ხმების მოგროვება არის უზნეობა.

ბოლო პერიოდში, სოციალური პროგრამების მრავალფეროვნება არის გაზრდილი. მოსახლეობის 67 პროცენტი ამა თუ იმ დახმარებას იღებს, თუმცა სოციალური პოლიტიკა არის დასახვეწი. გუშინ დაანონსდა, რომ სოციალურ პოლიტიკაზე მსჯელობა იწყება, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს თემა გათავისუფლდეს პოპულიზმისგან“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.