დიმიტრი ხუნდაძე - უკვე ზედაპირზეა, რომ „კრედიტ სუისის“ ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა არის პოლიტიკური შემადგენლით გაჟღენთილი
დიმიტრი ხუნდაძე - უკვე ზედაპირზეა, რომ „კრედიტ სუისის“ ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა არის პოლიტიკური შემადგენლით გაჟღენთილი

უკვე ზედაპირზეა, რომ „კრედიტ სუისის“ ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა არის პოლიტიკური შემადგენლით გაჟღენთილი. ახლოვდება გადაწყვეტილების მიღება და, რა თქმა უნდა, ამ თემის აქტუალიზაცია კიდევ ერთხელ მოხდება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხუნდაძე იმედს გამოთქვამს, რომ საბანკო საკითხები გათავისუფლებული იქნება პოლიტიკისგან.

„არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცდილობენ, ზეწოლა განახორციელონ საქართველოზე. ამის ერთ-ერთი შემადგენელია ის, რომ ბიძინა ივანიშვილი აიძულონ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ჩაერთოს. იძულების ერთ-ერთ ბერკეტად გამოყენებულია მისი ფინანსური რესურსები საბანკო ურთიერთობაში. ასეთი საკითხები აზიანებს საბანკო სექტორს, როცა სახეზეა პოლიტიკური მიზნები“, – განაცხადა ხუნდაძემ.

რამდენიმე უცხოურმა მედიასაშუალებამ CS Victims-ის სტატია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილი „კრედიტ სუისთან“ სამართლებრივ დავაში არსებულ პოლიტიკურ ზეწოლას ადასტურებს.