დიმიტრი ხუნდაძე - ტარიფების გაზრდის შემთხვევაში, მთავრობამ მოწყვლადი ჯგუფებისთვის სუბსიდირება უნდა განახორციელოს
დიმიტრი ხუნდაძე - ტარიფების გაზრდის შემთხვევაში, მთავრობამ მოწყვლადი ჯგუფებისთვის სუბსიდირება უნდა განახორციელოს

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ელექტროენერგიასა და წყალზე ტარიფების გაზრდის შემთხვევაში, სახელმწიფომ მოწყვლად ჯგუფებს აღნიშნული კომუნალური გადასახადები უნდა დაუსუბსიდიროს.

„კომპანიისა და სემეკ-ის ახსნიდან გამომდინარე, რეალობის მესმის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რომ მოსახლეობისთვის ეს ტარიფი პრობლემა არ გახდეს. იმ შემთხვევაში, თუ ფასის მატების გარდაუვალი აუცილებლობა იქნება და როგორც ჩანს, ეს აუცილებლობა იქნება, შესაბამისი ქმედება უნდა განახორციელოს მთავრობამ, განსაკუთრებით, მოწყვლადი ჯგუფებისთვის სუბსიდირება უნდა მოხდეს, რომ პანდემიის პირობებში არსებულ პრობლემებს ეს პრობლემაც არ დაემატოს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.