დიმიტრი ხუნდაძე - ქართული პოლიტიკის წარმოებაში არასამთავრობო სექტორი გარე დაფინანსებას იღებს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ რა საქმიანობაში მონაწილეობს
დიმიტრი ხუნდაძე - ქართული პოლიტიკის წარმოებაში არასამთავრობო სექტორი გარე დაფინანსებას იღებს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ რა საქმიანობაში მონაწილეობს

ქართული პოლიტიკის წარმოებაში არასამთავრობო სექტორი გარე დაფინანსებას იღებს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ რა საქმიანობაში მონაწილეობს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხუნდაძის თქმით, სწორედ ამ მიზნებს ემსახურებოდა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომ საზოგადოებას სცოდნოდა მეტი დაფინანსებების შესახებ.

ამასთან, როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი აუცილებლად გახდება საჭირო.

„არასამთავრობო სექტორი ერევა ქართული პოლიტიკის ფორმირებაში უცხოურ კუპიურებზე დამოკიდებულებით და ეს რისკებს შეიცავს. სწორედ ამიტომ შემოვიტანეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც გულისხმობდა მეტ გამჭვირვალობას, საზოგადოებას სცოდნოდა მეტი, მაგრამ კანონი საზოგადოების ერთ ნაწილს წაუკითხავად გააპროტესტებინეს.

ეს გააკეთეს, რათა საზოგადოებას არ წაეკითხა, რაში იხარჯება ასეულ მილიონობით შემოსული თანხა, რომლითაც სარგებლობს, ხელმძღვანელობს და დაკვეთას ასრულებს არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ნაწილი, რომელიც იმაზე მეტ პასუხისმგებლობას იღებს, ვიდრე მათ ეკუთვნით. ასევე, ამგვარი საქმიანობით ისინი ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. თავის დროზე რომ შევაფასეთ, გარკვეულ რისკებს წარმოადგენდა არასამთავრობო სექტორი თავისი გაურკვეველი დაფინანსებით, რომლებიც ერეოდნენ პოლიტიკურ პროცესებში, გვახსოვს ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა რუსთაველის პროსპექტზე, სწორედ ამ რისკების გამო გამოვიტანეთ ამერიკული კანონი, რომელსაც დაარქვეს რუსული და საზოგადოებას წაუკითხავად გააპროტესტებინეს.

საზოგადოებას ეს კანონი არ წააკითხეს, რათა არ ენახა, ვინ საიდან ფინანსდება და რაში იყენებენ ამ ფინანსებს. ქართული პოლიტიკის წარმოებაში არასამთავრობო სექტორი გარე დაფინანსებას იღებს. სულ მცირე, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ საიდან იღებს ფინანსებს, რა საქმიანობაში მონაწილეობს და საზოგადოებაში ვის რა დამაჯერებლობის ხარისხი უნდა ჰქონდეს.

აუცილებლად დადგება საჭიროება „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის, რომელიც ამერიკულ ვარიანტს ეფუძნებოდა და ასევე იყო ერთი ერთში თარგმანი ამერიკული „ფარადან“. ამისი საჭიროება დადგა სხვა ქვეყნებშიც, თავად ევროკავშირშიც, სადაც ერთ-ერთმა უდიდესმა პარტიამ, „ევროპის სახალხო პარტიამ“ განაცხადი გააკეთა ამ კანონის განახლების. ამის საჭიროება ჩვენს ქვეყანაშიც აუცილებლად დადგება“, – განაცხადა ხუნდაძემ.