დიმიტრი ხუნდაძე - ოპოზიცია აჰყვა მიხეილ სააკაშვილის დესტრუქციულ გეგმას, რომელსაც დიდი ხანია, ახორციელებს
დიმიტრი ხუნდაძე - ოპოზიცია აჰყვა მიხეილ სააკაშვილის დესტრუქციულ გეგმას, რომელსაც დიდი ხანია, ახორციელებს

ოპოზიცია და პრაქტიკულად, მისი მთლიანი ნაწილი აჰყვა მიხეილ სააკაშვილის დაგეგმილ დესტრუქციულ გეგმას, რომელსაც ძალიან დიდი ხანია, ახორციელებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია უნდა ასრულებდეს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, პატივს უნდა სცემდეს საკუთარ ამომრჩეველს, რადგან მან გადაწყვიტა, რომ პარლამენტში ოპოზიცია ამ შემადგენლობით ყოფილიყო.

„ოპოზიცია და პრაქტიკულად, მისი მთლიანი ნაწილი აჰყვა მიხეილ სააკაშვილის დაგეგმილ დესტრუქციულ გეგმას, რომელსაც ის ძალიან დიდი ხანია, ახორციელებს. პრაქტიკულად, ამ გეგმის განხორციელების გზაზე საკუთარ გათხრილ ორმოში თვითონ ოპოზიცია ვარდება. რა თქმა უნდა, ეს არის სამწუხარო, რამეთუ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი უნდა ეკუთვნოდეს ოპოზიციას და ოპოზიცია უნდა ასრულებდეს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას. სულ მცირე პატივს უნდა სცემდეს საკუთარ ამომრჩეველს. საკუთარმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ ისინი პარლამენტში ამ შემადგენლობით უნდა ყოფილიყვნენ. პარლამენტში უნდა იყოს სრული შემადგენლობა, ის, რა გადაწყვეტილებაც საზოგადოებამ მიიღო“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.