დიმიტრი ხუნდაძე - ნიკა მელიამ პრაქტიკულად ხელთათმანი ესროლა სამართალს, ეს მიუღებელია
ნიკა მელია ძალიან ცუდ მაგალითს აჩვენებს საზოგადოებას, რომ კანონმდებელი არ იცავს კანონს და ასევე ის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპოზიციური გაერთიანების ლიდერი, – განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ.
ხუნდაძე ფიქრობს, რომ მელიას უნდა ჰქონდეს უფრო დიდი პასუხისმგებლობა, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაქეს.
„მან პრაქტიკულად ხელთათმანი ესროლა სამართალს, ეს მიუღებელია. ეს ფანჩატურული დროებითი გაუგებარი ერთობა არავითარ საერთო ღირებულებებს არ ეფუძნება. თუმცა, მათ აქვთ საერთო, რომ დესტრუქციის გზით უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა, ეს წარმოუდგენელია. ქვეყანაში არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში, როგორც აღიარეს საერთაშორისო პარტნიორებმა.
საზოგადოების გადაწყვეტილებაა, რომ მოცემული კონფიგურაციით იყოს წარმოდგენილი, როგორც ოპოზიცია, ასევე პოზიცია პარლამენტში და მათი დაკვეთა უნდა აღსრულდეს. თუმცა, ისინი რჩებიან დესტრუქციულ რეჟიმში და ხელს უწყობენ ნიკა მელიას, დააზიანოს სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტი“, – აცხადებს ხუნდაძე.