დიმიტრი ხუნდაძე - „ნაციონალური მოძრაობისა“ და ფანჩატურული ერთობის ინტერესშია, ქვეყანაში მდგომარეობა დამძიმდეს, რათა ცეცხლი დაანთონ და შემდეგ ნაცარში გაკოტრიალდნენ
დიმიტრი ხუნდაძე - „ნაციონალური მოძრაობისა“ და ფანჩატურული ერთობის ინტერესშია, ქვეყანაში მდგომარეობა დამძიმდეს, რათა ცეცხლი დაანთონ და შემდეგ ნაცარში გაკოტრიალდნენ

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის მოსაზრებით, ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციები ქვეყანაში ეპიდვითარებას დაამძიმებს.

ჟურნალისტებთან საუბარში დიმიტრი ხუნდაძემ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა და ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.

„როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობისა“ და ფანჩატურული ერთობის უდიდესი ნაწილის ინტერესშია, რომ ქვეყანაში ყველა მიმართულებით მდგომარეობა დამძიმდეს, რათა ქვეყანაში ცეცხლი დაანთონ და შემდეგ ნაცარში გაკოტრიალდნენ“, – განაცხადა ხუნდაძემ.