დიმიტრი ხუნდაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ მილევადი პარტიაა, სხვის ოჯახში გეგმავდნენ არეულობას და საკუთარში მიიღეს
დიმიტრი ხუნდაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ მილევადი პარტიაა, სხვის ოჯახში გეგმავდნენ არეულობას და საკუთარში მიიღეს

„ნაციონალური მოძრაობა“ მილევადი პარტიაა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს.

ხუნდაძის თქმით, პარტიაში ბრძოლა მიმდინარეობს ფინანსების ხელმისაწვდომობასა და ლიდერობაზე.

„პარტიაში ეს პროცესი გაყოფილია არა ორად, არამედ რამდენიმე ნაწილად. ვფიქრობ, ამ ქმედებებით თავად უწყობენ ხელს პარტიის ლიკვიდაციას, რათა იყოს მილევადი, რასაც აქამდე ვპროგნოზირებდით. მათი დემოკრატია არ გაიშვა სადმე, ეტყობა, როგორც არიან საქმის „დამლაგებლები“. სხვის ოჯახში გეგმავდნენ არეულობას და საკუთარში მიიღეს“, – განაცხადა ხუნდაძემ.