დიმიტრი ხუნდაძე - მოლაპარაკების საკითხი დამოკიდებული არ უნდა იყოს მელიას გათავისუფლებასა თუ არგათავისუფლებაზე
დიმიტრი ხუნდაძე - მოლაპარაკების საკითხი დამოკიდებული არ უნდა იყოს მელიას გათავისუფლებასა თუ არგათავისუფლებაზე

საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში ნახა ის, რაც მიუღებელი იყო, ის რაც მელიამ კანონის საწინააღმდეგოდ ჩაიდინა. ამაზე რეაქცია ყველა სამართლებრივ სახელმწიფოში ექნებოდა კანონს და ჩვენთან ეს მოხდა. საბოლოო გადაწყვეტილება რა იქნება, ეს არის სასამართლოს პრეროგატივა და მე რა თქმა უნდა წინასწარ გითხრათ სასამართლო რით დასრულდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკების საკითხი დამოკიდებული არ უნდა იყოს მელიას გათავისუფლება არ გათავისუფლებაზე.

„როგორც საკითხს აქამდე აყენებდა „ნაციონალური მოძრაობა“, ისინი ამაში კავშირს ხედავენ. არ შეიძლება კანონდარღვევა და კრიმინალი მოლაპარაკების საგანი გახდეს. საგამოძიებო ორგანო ვისაც ჩათვლის, რომ უნდა დაიკითხოს, ის უნდა დაიკითხოს. მე არ ვარ არც პროკურორი, არც გამომძიებელი, არც ადვოკატი და ვერც მოსამართლე ვიქნები. თუ საგამოძიებო ორგანო ჩათვლის საჭიროდ ამა თუ იმ ადამიანის დაკითხვას, მიუხედავად მისი თანამდებობისა, რომ ამ პროცედურის ჩატარება საჭიროა, ამისთვისაც შესაბამისი პროცედურები არსებობს“, – განაცხადა ხუნდაძემ.