დიმიტრი ხუნდაძე - მოლაპარაკებაზე უარი არასოდეს გვითქვამს, არც ახლა გამოვრიცხავთ, რომ მოლაპარაკება შედგეს, მაგრამ მაგიდაზე არ უნდა იდოს ულტიმატუმები
დიმიტრი ხუნდაძე - მოლაპარაკებაზე უარი არასოდეს გვითქვამს, არც ახლა გამოვრიცხავთ, რომ მოლაპარაკება შედგეს, მაგრამ მაგიდაზე არ უნდა იდოს ულტიმატუმები

მოლაპარაკებაზე უარი არასოდეს გვითქვამს და არც ახლა გამოვრიცხავთ იმას, რომ მოლაპარაკება შედგეს, მაგრამ მაგიდაზე არ უნდა იდოს ულტიმატუმები და სამართლებრივი საკითხები პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა წყდებოდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ითხოვს არჩევნებს იმის გამო, რომ მათ არ მოეწონათ შედეგი.

„ეს საფუძველი ვერ იქნება იმის, რომ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს, ეს ეწინააღმდეგება სამართლებრივ პრინციპებს და ქვეყნის სტაბილური განვითარების შესაძლებლობას, რადგან არჩევნებში რომელიმე მხარე უკმაყოფილო ყოველთვის არის. მუდმივად კმაყოფილების რეჟიმში ვერ იქნება არჩევნები და უსასრულო რეჟიმში ვერ გადავა“, – განაცხადა ხუნდაძემ.