დიმიტრი ხუნდაძე - კასიანოვმა დაადასტურა, რომ ამერიკელებს უნდოდათ, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით დავხმარებოდით ომის მონაწილეს, როდესაც თვითონ უარს ეუბნებოდნენ ცის ჩაკეტვაზე
დიმიტრი ხუნდაძე - კასიანოვმა დაადასტურა, რომ ამერიკელებს უნდოდათ, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით დავხმარებოდით ომის მონაწილეს, როდესაც თვითონ უარს ეუბნებოდნენ ცის ჩაკეტვაზე

კასიანოვმა დაადასტურა, რომ ამერიკელებს უნდოდათ, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით დავხმარებოდით ომის მონაწილეს, როდესაც თვითონ უარს ეუბნებოდნენ ცის ჩაკეტვაზე, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.

„უმოკლესი პასუხი დღევანდელ აგენტოკრატიულ სპეცოპერაციაზე:

1. ომის დროს უკრაინელებს არანაირი იარაღი არ მოუციათ ჩვენთვის, ეგ იყო მშვიდობიან პერიოდში! და ძალიან ცუდია ამის ლაპარაკს რომ გვაიძულებენ ომში მყოფი ქვეყნის მიმართ…

2. ამავე დროს, კი არ გვაჩუქეს, მოგვყიდეს, თან ძალიან ძვირად!

3. კასიანოვმა დაადასტურა, რომ ამერიკელებს უნდოდათ, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით დავხმარებოდით ომის მონაწილეს მაშინ, როდესაც თვითონ უარს ეუბნებოდნენ ცის ჩაკეტვაზე!

მერე ცდილობენ, შემოგვიტიონ, ეს მეორე ფრონტის თემა საიდან მოიტანეთო!..“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე „ფეისბუქზე“.

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის სტატიაში ნათქვამია, რომ უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სისტემების დაბრუნება სთხოვა. მოთხოვნა მოიცავდა „ჯაველინის“ სისტემებსაც.