დიმიტრი ხუნდაძე - გადაწყვეტილება, რომელიც მმართველ გუნდთან ერთად მივიღეთ, სწორია, ახალგაზრდები სერიოზულად რომ არ დაზიანებულიყვნენ, არაფრის ფასად არ ღირს
დიმიტრი ხუნდაძე - გადაწყვეტილება, რომელიც მმართველ გუნდთან ერთად მივიღეთ, სწორია, ახალგაზრდები სერიოზულად რომ არ დაზიანებულიყვნენ, არაფრის ფასად არ ღირს

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„ის გადაწყვეტილება, რომელიც მმართველ გუნდთან ერთად მივიღეთ, სწორია. მთავარი არგუმენტი იყო, რომ ახალგაზრდები სერიოზულად არ დაზიანებულიყვნენ. ეს არ ღირს არაფრად. თუმცა ქვეყნის უსაფრთხოება, პირველ რიგში, სწორედ მათთვის არის დასაცავი, რომ არ ჰქონდეთ ქვეყანა, რომელიც მუდმივად ცალ ფეხზე იდგება. გარდა ამისა, ეს კანონი ქართულმა ოპოზიციამ გამოიყენა მათი საოცნებო რევოლუციის მოსახდენად –  ვერ შეძლეს ტყვიის გასროლა საქართველოში და ცრუ ბრალდებებით შეაცდინეს ახალგაზრდობა. დღეს ვნახავთ, მათი მიზანი ამ კონკრეტული კანონის არმიღება იყო თუ რევოლუცია,“ – აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.