დიმიტრი ხუნდაძე - დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათი რუპორების ბულინგის სამიზნე უკვე საერთაშორისო პარტნიორები გახდნენ
დიმიტრი ხუნდაძე - დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათი რუპორების ბულინგის სამიზნე უკვე საერთაშორისო პარტნიორები გახდნენ

ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათი რუპორების ბულინგის სამიზნე უკვე საერთაშორისო პარტნიორები გახდნენ, რაც მიუღებელია.

მისივე თქმით, ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეფასება რეალობას გასცდა და ის უკვე საერთაშორისო პარტნიორებზე ილაშქრებს.

„დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მათმა რუპორებმა ბულინგის სამიზნედ უკვე საერთაშორისო პარტნიორები გაიხადეს. ვფიქრობ, ეს მიუღებელია და არავითარ წესში არ ჯდება.

რაც შეეხება გვარამიას შეფასებებს, საერთოდ ასცდა რეალობას. მან ბულინგის სამიზნედ გაიხადა არა მხოლოდ მმართველი გუნდი და მისი მომხრეები, არამედ ის უკვე საერთაშორისო პარტნიორებზე ილაშქრებს, რაც მიუღებელია“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

​შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღეა, ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია საქართველოში აკრედიტებულ ელჩებზე უარყოფით კონტექსტში საუბრობს. გვარამია აცხადებს, რომ „ეს ხელისუფლება დაემხობა აუცილებლად და ეს ელჩები ბოდიშს მოიხდიან ანტიქართული ქცევის გამო“. ამასთან, ნიკა გვარამიას თქმით, „პერიოდულად, ზურგში დანას იღებს ელჩი დეგნანისგან, რომლის მოადგილეც ეუბნება, რომ გიორგი რურუა არის შეიარაღებული ბანდის მეთაური“.

გვარამიას განცხადებით, „თუ რამეა დასავლეთისთვის ზიანის მიმყენებელი, არის ჰარცელისა და დეგნანის ქცევა, რომლებიც ტყვეებით ვაჭრობაში მონაწილეობენ და „ქართული ოცნების“ ინტერესების დაკმაყოფილებაში ცვლიან ტყვეებს“.

ასევე, ნიკა გვარამია ამბობს, რომ „ვინ ეკითხება კელი დეგნანს, მიხეილ სააკაშვილი სად დაინიშნება, ლაპარაკია მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც პირდაპირ ხაზზე იყო ამერიკის პრეზიდენტთან, როგორც თანასწორთან“.

დატოვე კომენტარი