დიმიტრი ხუნდაძე - დესტრუქციული ოპოზიცია აგრძელებს საკუთარი პარტიების დისკრედიტაციას, სხვის წუხილზე ცრემლების ღვრა უნდათ, რომ საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვონ
დიმიტრი ხუნდაძე - დესტრუქციული ოპოზიცია აგრძელებს საკუთარი პარტიების დისკრედიტაციას, სხვის წუხილზე ცრემლების ღვრა უნდათ, რომ საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვონ

უკრაინისთვის მხარდაჭერას სჭირდება გულწრფელი დამოკიდებულება და არა თარიღები. საქართველო უკრაინას მხარს უჭერს იმ ფარგლებში, რაც მას შეუძლია და არ სცილდება საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებას, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ გამორჩეულია პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა, რაც ასე უნდა გაგრძელდეს, ვიდრე საჭირო იქნება.

„იარაღის მიწოდებაზე სახელმწიფომ თავისი პოზიცია ნათლად დააფიქსირა, რომ საქართველოდან შეიარაღების მიწოდება, მაღალი საფრთხეებიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდება. ასეთ მძიმე თემას საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის არ უნდა იყენებდნენ. ეს არის საკუთარი პარტიის პოპულარიზაციის მცდელობა, რადგან საზოგადოებისთვის სხვა მიმზიდველი საკითხები არ ჩანს. დესტრუქციული ოპოზიცია აგრძელებს საკუთარი პარტიების დისკრედიტაციას და ასეთი თემებით საკუთარი სიმძიმეების გადაფარვა სჭირდებათ, სხვის წუხილზე ცრემლების ღვრა უნდათ, რომ საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვონ“, – განაცხადა ხუნდაძემ.