დიმიტრი ხუნდაძე - ჩვენ ახლა მეტად მზად ვართ, ვიდრე ის ორი ქვეყანა, რომლებმაც კანდიდატის სტატუსი მიიღეს, მაგრამ თავიდანვე, ეს შემოთავაზება დაჩქარებული იყო, რადგან ეს იყო შემოთავაზება უარისთვის
დიმიტრი ხუნდაძე - ჩვენ ახლა მეტად მზად ვართ, ვიდრე ის ორი ქვეყანა, რომლებმაც კანდიდატის სტატუსი მიიღეს, მაგრამ თავიდანვე, ეს შემოთავაზება დაჩქარებული იყო, რადგან ეს იყო შემოთავაზება უარისთვის

ჩვენ ახლა მეტად მზად ვართ, ვიდრე ის ორი ქვეყანა, რომლებმაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღეს, მაგრამ თავიდანვე, ეს შემოთავაზება დაჩქარებული იყო, რადგან ეს იყო შემოთავაზება უარისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ კანდიდატის სტატუსზე განაცხადი 2024 წელს უნდა გაეკეთებინა და ამისთვის ყველაფერი კეთდებოდა.

„უფრო მეტია შესრულებული, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვას შემთხვევაში. ჩვენ გვქონდა გეგმა, რომ ვალდებულებას 70%-მდე გავაკეთებდით და 2024 წელს უფრო მეტად მომზადებულები შევიდოდით. თუმცა, ახლა უფრო მეტად მზად ვართ, ვიდრე ის ორი ქვეყანა, რომელმაც სტატუსი უკვე მიიღო.

თავიდან ეს დაჩქარებული შემოთავაზება იყო, რადგან იყო შემოთავაზება უარისთვის. პირველი რეზოლუცია აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი იყო არა მხოლოდ ჩემთვის, როგორც მმართველი გუნდისთვის, არამედ საზოგადოებისთვის. იქ გაკეთებული ჩანაწერები აბსოლუტურად მიუღებელი იყო ქვეყნისთვის. მე მაშინაც გავაკეთე განცხადება, თუ ჩვენ უსამართლო წესებს შემოგვთავაზებენ, უარი უნდა ვთქვათ და დაიწყო თავდასხმა ჩემზე. მე დავსვამ კითხვას – რადგან ევროპულია უსამართლობა უნდა მივიღოთ?! ჩვენ ევროპაში შევიდეთ თავაწეული, ღირსეული და სამართლიანად. საქართველო უარისთვის თავიდანვე განწირული იყო, რადგან ქუჩის ფორმირება უკვე ნელ-ნელა ხდებოდა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ „იმედის“ ეთერში.