დიმიტრი ხუნდაძე - წერტილი დაესვა რუსეთის ზრახვას, რომელიც ალბათ გაფართოებული თვალებით უყურებდა, როგორ დამძიმდებოდა პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში
დიმიტრი ხუნდაძე - წერტილი დაესვა რუსეთის ზრახვას, რომელიც ალბათ გაფართოებული თვალებით უყურებდა, როგორ დამძიმდებოდა პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში

პრობლემური არის ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და ე.წ. ფანჩატურული შეკრება აკეთებს. ღირებულებებს აბსოლუტურად აცდენილი, მაგრამ გაერთიანებული მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციის ქუდის ქვეშ, რომ რამენაირად ამ გზით მოიპოვონ ხელისუფლებაში სავარძელი, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით არის შესაძლებელი, რომ ესა თუ ის პარტია ხელისუფლებაში მოვიდეს.

„მაგრამ რა თქმა უნდა ეს მიუღწეველია, რამეთუ ქვეყანა სამართლებრივია და მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით არის შესაძლებელი, რომ ესა თუ ის პარტია ხელისუფლებაში მოვიდეს. დესტაბილიზაციის ხიფათი აქამდე უფრო იყო, ვიდრე ამის შემდეგ იქნება“, – აღნიშნა ხუნდაძემ.

ამასთან, ხუნდაზემ განაცხადა, რომ გულწრფელი პარტნიორების სურვილი არის ეს, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა. დიმიტრი ხუნდაძის განცხადბეით, თუკი ქვეყანაში კანონი არ აღსრუდება, ქაოტური არასამართლებრივი სახელმწიფო გარანტირებული იქნება.

„ჩვენი ქვეყანა, დასავლეთის და ევროკავშირისკენ გეზს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ იღებს, რომ კანონის უზენაესობა იქ მკაცრად დაცულია. ჩვენც ჩვენს სახელმწიფოში ეს წესი უნდა დავამკვიდროთ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და კანონი აუცილებლად აღსრულდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის არასტაბილურობა გარანტირებული იქნება. რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. გულწრფელი პარტნიორების სურვილიც არის ეს, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა. ყველაზე მთავარი, საზოგადოება და ქვეყანა დაიღალა ასეთი მასკარადების მართვით. ისინი ცდილობენ, საზოგადოება აიყოლიონ, რათა მათ ხელისუფლებაში მოსვლა სურთ. ხედავთ, საზოგადოების პოზიტიური დამოკიდებულება მათი განწყობის მიმართ არ არის და ისინი მათ არ მიჰყვებიან. მაგრამ ამისთვის საჭიროა დრო, რომ თითოეულმა განცხადების ავტორმა სრული ინფორმაცია მიიღოს, თუ საქმე რასთან გვაქვს. საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის, რომ საქმე გვქონდა სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმზე. პოლიციელებზე თავდასხმის რეალური, პირდაპირი რეპორტაჟი გადიოდა 20-21 ივნისის ღამეს, როცა პარლამენტში შემოჭრას ცდილობდნენ და ამას ორგანიზებას უწევდა ბატონი ნიკანორ მელია. თქვენ ნახეთ შეურაცხყოფები პოლიციელებზე, ნახეთ სამაჯურის მოხსნა და პრაქტიკულად, სამართლებრივ სახელმწიფოს სახეში ესროლა კრიმინალმა. ამ ქმედებით წაახალისა ქვეყანაში ის, რომ კანონი არ აღსრულდეს. ეს დაუშვებელია. თუ ჩვენ ეს დავუშვით, მაშინ გარანტირებულად გვექნება ქაოტური არასამართლებრივი სახელმწიფო.

თუ ვინმეს ინტერესში ქვეყანაში აურზაური, რომ კანონი არ აღსრულდეს, თუ ვინმეს ინტერესშია, რომ ხელისუფლება დაემხოს და არაკანონიერი გზით ესა თუ ის პოლიტიკური ჯგუფი მოვიდეს ხელისუფლებაში, ეს სწორედ რუსეთია დღეს. ჩაიხსნა დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფების გეგმა და დღეს წერტილი დაესვა რუსეთის ზრახვას, რომელიც ალბათ გაფართოებული თვალებით უყურებდა, თუ როგორ დამძიმდებოდა პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში. როგორ შეირყეოდა სამართლებრივი ინსტიტუტები სამართლებრივ სახელმწიფოში“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.