დიმიტრი ხუნდაძე - ალბათ, მეტად იმედიანად ვიქნებოდი, თვითონ ოპოზიციაში რომ არ იყოს ასეთი აზრთა სხვადასხვაობა, ჩამოყალიბდნენ, პარლამენტში შედიან თუ არ შედიან
დიმიტრი ხუნდაძე - ალბათ, მეტად იმედიანად ვიქნებოდი, თვითონ ოპოზიციაში რომ არ იყოს ასეთი აზრთა სხვადასხვაობა, ჩამოყალიბდნენ, პარლამენტში შედიან თუ არ შედიან

ალბათ, მეტად იმედიანად ვიქნებოდი, რომ თვითონ ოპოზიციაში არ იყოს ასეთი აზრთა სხვადასხვაობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში ოპოზიციის შესვლა-არშესვლის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ჯობია, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდნენ შედიან თუ არ შედიან“.

„უმრავლესობას ამ კუთხით არ აქვს სირთულე. საერთო პოზიციაზე ჩამოყალიბდება და ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. იმაზე რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

„გირჩმმა“ სოციალურ ქსელში დღეს გაავრცელა განცხადება, რომ „ქართული ოცნება“ კოლეგებს უფლებამოსილებას თუ შეუწყვეტს, „გირჩის“ მოქმედი პარლამენტის წევრებიც უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებებს დაუყოვნებლივ ჩააბარებენ.