დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა მიმღები ყველა კლინიკა სრულ მზადყოფნაშია
დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა მიმღები ყველა კლინიკა სრულ მზადყოფნაშია

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა მიმღები ყველა კლინიკა სრულ მზადყოფნაშია.

ხუნდაძე განმარტავს, რომ საკოორდინაციო საბჭო რეგიონებში განთავსებული სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგს ახორციელებს, რათა კრიზისულ ფაზას ქვეყანა მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეს.

„რეგიონებში დავიწყეთ პროგრამაში ჩართული კლინიკების მონიტორინგი. უკვე შევამოწმეთ ქუთაისი და ფოთი. დღეს ჩართული კლინიკების უმეტესობა და მათი სტანდარტები შეესაბამება არსებულ ვითარებას. მედპერსონალი გადამზადებულია, გავლილი აქვთ ტრენინგები. ინფექციების კონტროლი მიმდინარეობს სწორად. არის პატარა ხარვეზები იმ კლინიკებში, რომლებიც მოლოდინის რეჟიმში არიან და ეს ხარვეზები დაკორექტირდება. ჩვენ ვაგრძელებთ სხვა რეგიონებში კლინიკების მონიტორინგსაც, ვინაიდან მოსალოდნელი ფაზის დაწოლის ძირითადი ტვირთი ჯანდაცვის სექტორზე იქნება. უნდა ვიყოთ მზად ყველაზე ცუდი სცენარისთვის. კლინიკები, მედპერსონალი, ყველაფრისთვის მზად არიან, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო მეტი“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.