დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ დეპუტატების მიმართ პრივილეგიებს ადგილი არ ექნება და საჭიროების შემთხვევაში, იზოლაციაში გადავლენ

19:04, 07.04.2021

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, დეპუტატების მიმართ პრივილეგიებს ადგილი არ ექნება და საჭიროების შემთხვევაში, იზოლაციაში გადავლენ.

„რამდენიმე პარლამენტარს დაუდასტურდა „კოვიდ-19“. არავითარი პრივილეგირებული დამოკიდებულება აქ არ იქნება. როგორც ხდება, იქნება ეპიდმისამართების დადგენა და შესაბამისად, ვისაც დასჭირდება, გადავა იზოლაციაში. არავითარი დამატებითი რეგულაციები და მით უმეტეს პრივილეგიები ამ შემთხვევაში არ იქნება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე არც ერთი დეპუტატი იზოლაციაში არ გადასულა.

მსგავსი