დიმიტრი გაბუნია - საბედნიეროდ, დიმიტრი ცქიტიშვილის გადასაწყვეტი არ არის პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დანიშვნა
საბედნიეროდ, დიმიტრი ცქიტიშვილის გადასაწყვეტი არ არის პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დანიშვნა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი გაბუნიამ ჟურნალისტებს დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებასთან დაკავშირებულ კითხვაზე განუცხადა.
„ეს მის კომპეტენციას სცილდება და მე ვთხოვ ბატონ დიმიტრის, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, პარლამენტის წევრის უფლებების ფარგლებში განახორციელოს თავისი უფლებამოსილება“, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.
დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ის გაბუნიას საპარლამენტო მდივნად დანიშვნით აღფრთოვანებული არ არის და მისი გადასაწყვეტი რომ იყოს, არ დანიშნავდა. თუმცა, მისივე თქმით, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტი იყო.