დიმიტრი ცქიტიშვილი - ზაზა ოქუაშვილი არის უნიჭო მეზღაპრე
დიმიტრი ცქიტიშვილი - ზაზა ოქუაშვილი არის უნიჭო მეზღაპრე

ზაზა ოქუაშვილი არის უნიჭო მეზღაპრე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებსა და „ომეგას“ საქმეზე გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.

დეპუტატი ამბობს, რომ გავრცელებული ჩანაწერები კონტექსტიდან ამოგლეჯილი სხვადასხვა ინფორმაციითა და ფოტოებით არის შექმნილი.

ცქიტიშვილის თქმით, ოქუაშვილს სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაუბრუნდა ქონების ის ნაწილი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ჩამოართვეს. უმრავლესობის წევრი ბიზნესმენის განცხადებებს ვალების გადახდისგან თავის არიდების მცდელობად აფასებს.

„ოქუაშვილი არის უნიჭო მეზღაპრე. კონტექსტიდან ამოგლეჯილი ტექსტებით და ფოტოებით მანიპულირებს, ეს არის ადამიანი, რომელსაც ჩვენი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დაუბრუნდა ქონების წართმეული ნაწილი. შესაძლოა, რაღაც გარკვეულ ელემენტებს ჰქონდა ადგილი, მაგალითად, ნამდვილად გაიმართა შეხვედრა, ნამდვილად ესწრებოდა გახარია, თუმცა არა გამოძალვაზე. თუ სძალავდნენ ფულს, ამდენ ხანს სად იყო და ხელისუფლება თუ სძალავდა, ბანკებიც სძალავდნენ. იქ როგორ დაუგროვდა ამხელა ვალი“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.