დიმიტრი ცქიტიშვილი - ველოდებით, რომ ტრამპისგან რუსეთის მიმართ კომპრომისი არ იქნება, მით უმეტეს ისეთ გეოპოლიტიკურ ინტერესებთან დაკავშირებით, რომელშიც საქართველოს მოსახლეობის და აშშ-ის ინტერესები ემთხვევა
დიმიტრი ცქიტიშვილი - ველოდებით, რომ ტრამპისგან რუსეთის მიმართ კომპრომისი არ იქნება, მით უმეტეს ისეთ გეოპოლიტიკურ ინტერესებთან დაკავშირებით, რომელშიც საქართველოს მოსახლეობის და აშშ-ის ინტერესები ემთხვევა

მგონია, რომ არასწორი თარგმანი იქნება, რადგან თავისთავად არასწორია საკითხის ასე ფორმულირება. ვერ გეტყვით, რეალურად რა იყო ნათქვამი, რადგან პირველწყაროში უფრო სწორად იქნება, თარგმანში შესაძლებელია, რაღაც არსი დაიკარგა, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა გამოცემა „ჰილის“ მიერ გავრცელებულ სტატიაზე, სადაც აღნიშნულია: „სალომე ზურაბიშვილის გზავნილი დონალდ ტრამპის მიმართ არის, რომ აშშ-მა რუსეთს უკან უნდა დაახევინოს და საქართველო „სათამაშო მოედნად“ გამოიყენოს“.

ცქიტიშვილის თქმით, სამწუხარო ფაქტია ის, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აქვს მცდელობა, დიდი თამაშის გადანაწილების ნაწილი გახადოს საქართველო.

„ამ გადანაწილებაში საქართველოს ხელისუფლებას უნდა, რომ საქართველო რუსეთის მხარეს აღმოჩნდეს. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. რეალურად, ჩვენ ველოდებით, რომ არანაირი კომპრომისი ტრამპის მხრიდან რუსეთის მიმართ არ იქნება, მით უმეტეს ისეთ გეოპოლიტიკურ ინტერესებთან დაკავშირებით, რომელშიც საქართველოს მოსახლეობის ინტერესი და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები ცალსახად ემთხვევა. ვფიქრობ, რომ ნაკლებად არის მოსალოდნელი რაიმე კომპრომისი დასუსტებული, დანგრევის პირას მყოფი რუსეთის მიმართ“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.