დიმიტრი ცქიტიშვილი - უმრავლესობიდან წამოსული დეპუტატები პოლიტიკურ პროცესში ჩვენს ადგილს დავიმკვიდრებთ, რომელიც იქნება კრიტიკულიც და კონსტრუქციულიც
დიმიტრი ცქიტიშვილი - უმრავლესობიდან წამოსული დეპუტატები პოლიტიკურ პროცესში ჩვენს ადგილს დავიმკვიდრებთ, რომელიც იქნება კრიტიკულიც და კონსტრუქციულიც

დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულ კვირაში წასულმა დეპუტატებმა ფრაქცია შექმნან.

როგორც ჟურნალისტებს ცქიტიშვილმა განუცხადა, ისინი პოლიტიკურ პროცესში საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებენ და კრიტიკულთან ერთად, კონსტრუქციული იქნებიან.

„ფრაქციის შექმნას არ გამოვრიცხავ, რადგან პოლიტიკურ პროცესებს გარკვეული სტრუქტურიზება ახასიათებს,  ამის საშუალება თუ იქნება, კარგია. ეს ჩვენი ამოცანა არ არის, დღის წესრიგი და ჩემი პოზიციები მაქვს. თუ პოზიციები გუნდში ფიქსირდებოდა და ნაწილობრივ გარეთ გამოდიოდა, ახლა ეს ვალდებულება აღარ მაქვს და სათქმელს საჯაროდ აუცილებლად ვიტყვი. ვფიქრობ, პოლიტიკურ პროცესში ჩვენს ადგილს დავიმკვიდრებთ, რომელიც იქნება კრიტიკულიც და კონსტრუქციულიც”, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

გასულ კვირაში საპარლამენტო უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა. მათი პროტესტის მიზეზი 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასავლასთან დაკავშირებით კონსტიტუციური პროექტის კენჭისყრაზე ჩაგდება გახდა.

საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატებმა საპარლამენტო თანამდებობების დატოვების თაობაზე ბიუროს ოფიციალურად მიმართეს.

დატოვე კომენტარი