დიმიტრი ცქიტიშვილი - „თიბისის ბანკის“ საქმეზე სპეკულაციების დასასრულებლად კარგი იქნება, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მოვუსმინოთ
დიმიტრი ცქიტიშვილი - „თიბისის ბანკის“ საქმეზე სპეკულაციების დასასრულებლად კარგი იქნება, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მოვუსმინოთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია „თიბისი ბანკი“-ს საქმეს იყენებს.

როგორც ჟურნალისტებს ცქიტიშვილმა განუცხადა, საქმის დეტალებს არ იცნობს, მაგრამ როგორც მოქალაქესა და დეპუტატს, ინტერესი აქვს, დაინახოს, მიდის თუ არა პროცესი გამჭვირვალედ.

„ორშაბათს იქნება მოსმენა და ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი. გარკვეული მხრიდან არის მცდელობა, პოლიტიკური შეფასებები გაკეთდეს. ოპოზიცია საკითხს იყენებს, მაგრამ, სანამ საგამოძიებო პროცესი მიმდინარეობს, კითხვები არსებობს. გამოძიების დასრულებას ველოდებით, რათა პასუხები გავიგოთ. პოლიტიკურ სივრცეში გარკვეული სპეკულაციები მესმის და ამის დასრულებისთვის, კარგი იქნება, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მოვუსმინოთ. გამოძიებას უნდა დაველოდოთ და გავიგოთ, აქვს თუ არა ეჭვებს საფუძველი“,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს 4 მარტს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.