დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველომ აჩვენა, რომ ყველაზე მიუღებელ მტერთანაც კი მზად არის დიალოგისთვის
დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველომ აჩვენა, რომ ყველაზე მიუღებელ მტერთანაც კი მზად არის დიალოგისთვის

არ ვთლი, რომ ფუნდამენტურ გარდატეხას შეიძლება პირველი შეხვედრით ელოდოს საზოგადოება, მაგრამ საქართველომ აჩვენა, რომ მზად არის დიალოგისთვის ყველაზე მიუღებელ მტერთანაც კი, ესეც ძალიან კონსტრუქციულობის მანიშნებელია საქართველოს მხრიდან, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრის შესახებ განაცხადა.

„ჩვენი პარტნიორების რეაქციები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ეს ნაბიჯი, მზაობა დიალოგისთვის არის მხარდაჭერილი. ახლა ბურთი რუსეთის მოედანზე არის. მან უნდა დაუმტკიცოს თანამედროვე საზოგადოებას, რომ ისიც არის საერთაშორისო თამაშის წესების მონაწილე. ეს არ ცვლის ჩვენს პოლიტიკურ შეფასებებს, რომ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიები და ეს არის მთავარი გამოწვევა საქართველოსთვის, მაგრამ ამ შეხვედრით ჩვენ შევქმენით კიდევ ერთი შანსი, რომ გარკვეულწილად გარღვევა მოხდეს და ამ მიმართულებით ცვლილებები დაიწყოს. ეს არ არის სწრაფ შედეგზე ორიენტირებული პროცესი, ეს არის დიალოგის დაწყების, დიპლომატიური კომუნიკაციის დაწყების გზა, რომელმაც აუცილებლად შედეგი უნდა მოიტანოს. იქნება თუ არა შედეგი, დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ჩაჯდება რუსეთი საერთაშორისო კონტექსტში და საერთაშორისო აზრს გაითვალისწინებს. ეს არ ნიშნავს, რომ ხვალვე მოხდება დეოკუპაცია, ამის შედეგი უნდა იყოს ის, მეორე მხარე არის თუ არა მზად, კომპრომისებზე წავიდეს, კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგას და რეალურად მოხდეს, ის რაც ჩვენი მთავარი ამოცანაა“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

დატოვე კომენტარი