დიმიტრი ცქიტიშვილი - რუსეთთან არის ოკუპანტი, აქვს თავის განზრახვები და აგრძელებს პროცესს, რომელიც არც არასოდეს შეუჩერებია
დიმიტრი ცქიტიშვილი - რუსეთთან არის ოკუპანტი, აქვს თავის განზრახვები და აგრძელებს პროცესს, რომელიც არც არასოდეს შეუჩერებია

უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთთან გვაქვს საქმე, რუსეთთან რომელიც არის ოკუპანტი, აქვს თავის განზრახვები და აგრძელებს პროცესს, რომელიც არც არასოდეს შეუჩერებია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესებზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც ცქიტიშვილმა განაცხადა, რაც კონკრეტულ მონაკვეთზე ხდება, არის ის, რომ რუსეთმა რაღაცნაირად დაიმკვიდროს თავი და საზღვარი მოავლოს თავის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

„ეს არის ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავრი გამოწვეა. ამაზე არის განსაკუთრებული ძალისხმევა როგორც დიპლომატიის, ისე ხელისუფლების რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ცივილიზებული სამყარო, ყველა ჩვენი პარტნიორი იყოს ინფორმირებული, ჰქონდეთ მკვეთრი პოზიციები და ასეთი პოზიციები ჩვენ მრავლად დავინახეთ. მესმის, რომ ამან არ შეიძლება შეწყვიტოს დაუყოვნებლივ ის, რასაც რუსეთი ახორციელებს, მაგრამ ეს აუცილებლად აგროვებს იმ სამართლებრივ ბაზას, იმ პოლიტიკურ მოცემულობას, რომელიც ჩვენ მოგვეხმარება, რომ დეოკუპაცია განვახორციელოთ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.