დიმიტრი ცქიტიშვილი - რა წინააღმდეგობაც უნდა მოდიოდეს რუსეთიდან, ნატო-ს წევრობას მაინც მივაღწევთ
დიმიტრი ცქიტიშვილი - რა წინააღმდეგობაც უნდა მოდიოდეს რუსეთიდან, ნატო-ს წევრობას მაინც მივაღწევთ

რა წინააღმდეგობაც უნდა მოდიოდეს რუსეთიდან, ნატო-ს წევრობას მაინც მივაღწევთ, – ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თქმითაც, „საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას თავისი შედეგები მოჰყვება“.

„ჩვენი პასუხი არის ძალიან მარტივი, ჩვენ ვაგრძელებთ ნატო-ში ინტეგრაციას, მიუხედავად იმისა, როგორ განცხადებებსაც უნდა აკეთებდნენ რუსეთის მაღალი თანამდებობის პირები, მით უმეტეს, მათი პრესსამსახურები. ამ შემთხვევაში, რუსეთი ცდილობს, გარკვეული ეიფორია შექმნას გარკვეულ ქვეყნებთან მიმართებაში, რომ ნატო-ს გაფართოება არის მათი უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა, რაც არ არის სინამდვილეში და ამის ასეთი წარმოჩენა უნდა, რომ ეს რაღაც მის სტრატეგიულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ჩვენი პასუხი არის ის, რომ ვაგრძელებთ ნატო-ში ინტეგრაციას, რაც უნდა წინააღმდეგობა მოდიოდეს რუსეთის ფედერაციიდან, ჩვენ ამას მაინც მივაღწევთ“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.