ოპოზიცია რევოლუციური რიტორიკიდან ვერ გამოდის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუსთან დაკავშირებით განუცხადა.
„ჩვენი ქვეყნის, ჩვენი დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა ის არის, რომ ოპოზიცია ვერ გამოდის რევოლუციური რიტორიკიდან. ეს არის დესტრუქციული ქმედება, არა ჩვენს წინააღმდეგ, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ. დადგა დრო, როცა შეგვიძლია, გადავიდეთ სხვა რეჟიმზე და არა – დესტრუქციასა და რევოლუციაზე“, – განაცხადა დეპუტატმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა: „ვისურვებდი, მენახა ნებისმიერი მთავრობა, როდესაც მე მოვუწოდებ 50 ან 100 ათას ჩემს თანამემამულეს, გამოვიდნენ ქუჩებში და შეუერთდნენ ჩემს პროტესტს. ვინ შეაკავებს ამას? მხოლოდ წარმოიდგინეთ“.