დიმიტრი ცქიტიშვილი - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გაფრთხილების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება 2008 წელს რუსეთის პროვოკაციას წამოეგო
დიმიტრი ცქიტიშვილი - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გაფრთხილების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება 2008 წელს რუსეთის პროვოკაციას წამოეგო

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გაფრთხილების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება 2008 წელს რუსეთის პროვოკაციას წამოეგო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

ის გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ არქივის ვიდეოს, სადაც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში, ცხინვალის რეგიონში სამხედრო მოქმედებების განხორციელების გადაწყვეტილება მისმა ხელისუფლებამ მიიღო.

როგორც დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნა, ეს ვიდეო მისთვის ახალი არ ყოფილა, რადგან უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაკეთებული მსგავსი განცხადებები მოსმენილი აქვს, თუმცა ეს ჩანაწერები სოციალურ ქსელში აღარ იძებნება.

„ეს ვიდეო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო წამოეგო რუსეთის პროვოკაციას, მიუხედავად ძალიან ბევრი გაფრთხილებისა, რომელიც იმ პერიოდში ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიიღეს. ხელისუფლებამ მაინც გადადგა ეს ნაბიჯი და რუსეთს მისცა საშუალება, სრული ინტერვენცია განეხორციელებინა. ეს ის გადაწყვეტილება იყო, რომელსაც წლების განმავლობაში ვაკრიტიკებდით“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა არქივის ვიდეო, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში, ცხინვალის რეგიონში სამხედრო მოქმედებების განხორციელების გადაწყვეტილება მისმა ხელისუფლებამ მიიღო.