დიმიტრი ცქიტიშვილი - მამუკა ბახტაძის ბაქოში ვიზიტის შედეგად შესაძლოა, თანამშრომლობის ახალი ტალღა დაიწყოს
დიმიტრი ცქიტიშვილი - მამუკა ბახტაძის ბაქოში ვიზიტის შედეგად შესაძლოა, თანამშრომლობის ახალი ტალღა დაიწყოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ბაქოში ვიზიტის შედეგად შესაძლოა, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის ახალი ტალღაც დაიწყოს და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები გაიხსნას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ბოლო რამდენიმე ათწლეულია, ძალიან სამაგალითოა. საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა პრაქტიკულად განაპირობებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისადმი დასავლეთის ქვეყნების განსაკუთრებულ ეკონომიკურ ინტერესს და პრაქტიკულად გამოიხატა კიდევაც საერთაშორისო რეგიონულ პროექტებში, რომლებიც განხორციელდა. დღესაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, ეს იქნება ენერგეტიკული უსაფრთხოება, თუ სხვა ეკონომიკური მიმართულება, ასევე  ტურიზმის მიმართულება და ვაჭრობა. ვფიქრობ, რომ შესაძლოა ახალი ტალღაც დაიწყოს და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები გაიხსნას ამ ვიზიტის შედეგად“, – აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბაქოს სტუმრობს. მამუკა ბახტაძე უკვე შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს.