დიმიტრი ცქიტიშვილი - განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, ხეების ჭრაზე უარი უნდა ვთქვათ
დიმიტრი ცქიტიშვილი - განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, ხეების ჭრაზე უარი უნდა ვთქვათ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ხე-ტყის იმპორტის დღგ-სგან გათავისუფლების შესახებ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივას მიესალმება.

მისი თქმით, ხეების ჭრა სახელმწიფოს განსაკუთრებული ყურადღების საგანი უნდა იყოს და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ხე-ტყის ჭრისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს.

„ხეების ჭრა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან და განსაკუთრებული აუცილებლობა თუ არ არის, ხეების ჭრაზე უნდა ვთქვათ უარი. პრემიერ-მინისტრის ძალიან კარგი ინიციატივაა, ხე-ტყის იმპორტის დღგ-სგან გათავისუფლება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ იმას, რომ ხე-ტყე არ მოიჭრას“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

დეპუტატის თქმით, ხე-ტყესა და გარემოს ყველა უნდა გაუფრთხილდეს.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ხე-ტყის უკანონო ჭრის მიმართ სახელმწიფო შეურიგებელი იქნება. ამასთან, მისი თქმით, ხე-ტყის იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდება, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში ხე-ტყის მოჭრას ნაკლები მოტივაცია ექნება.